пятница, 21 сентября 2018 г.

,,ინკლუზიური განათლების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება“


ზოგადსაგანმანათლებლო აწესებულების საჭიროებების კვლევა

,,ინკლუზიური განათლების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება“






კვლევის ავტორი

სსიპ ქრისტეფორე III-ის  სახელობის  ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან ლომიძე


2017-2018






სარჩევი
შესავალი..............................................................................................................................................3
თავი I
1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი...........................................................................5
1.2  საკვლევისაკითხისმიმოხილვა ....................................................................................................5
1.3  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება .......................................................................................6
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ...........................................................................................................6
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება .....................................................................................6
3.2 კვლევის მიზანიდაამოცანები ................................................................................................8
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა ...............................................................................................9
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა .....................................................................................12
4.3 ინტერვენციების შედეგები დამათი ანალიზი ....................................................................15
თავიცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 პროფესიული განვითარების  შედეგები გრაფიკის სახით ........................................18
5.2 ისგ-ის შედგენა გრაფიკი ................................................................................18
5.3 სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის მეთოდები გრაფიკი........19
5.4 სსსმ მოსწავლეზე მორგებული აქტივობები გრაფიკი ...............................................20
თავი VI
პრაქტიკულიკვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა....................................................20
თავი VII
7.1 პროექტის ვადები ...................................................................................................................21
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები ...................................................................................................22
7.3 კვლევის ნაკლოვანებები .........................................................................................................24
დასკვნა .............................................................................................................................................25
ბიბლიოგრაფია ...............................................................................................................................25
დანართი ...........................................................................................................................................27










შესავალი
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უზენაესი ფასეულობა თანასწორობა, ტოლერანტულობა და ყოველი ადამიანის უნიკალურობის პატივისცემაა, დიდმნიშვნელობას იძენსი ნკლუზიური განათლების მოდელი, რამდენადაც იგი ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოებისათვის მის აღებ მორალურ-ეთიკურ პრინციპებს, საშუალებას აძლევს ყველაადამიანს თავი სრულფასოვა ნპიროვნებად იგრძნოს და აქტიურად იცხოვროს.
ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა თემაზე: ,, ინკლუზიური განათლების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება“.
საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი,ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები( დახურული და ღია ანკეტირება); დავგეგმე ინტერვენციები: სამუშაო შეხვედრები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად (აკადემიური უნარების შეფასება( ძლიერი და სუსტი მხარეები), ისგ-ს დაგეგმვა(გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი მიზნები) აქტივობების წინასწარ შედგენა გაკვეთილის დაგეგმვამდე, ისგ-ის შესაბამისი მონიტორინგის  რუბრიკის შექმნა. კვლევისშედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღე დადებითი შედეგები, მასწავლებლების გარკვეული ნაწილი დამოუკიდებლად წერს  ისგ-ს სპეც. მასწავლებელთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ქმნიან გაკვეთილის გეგმის შესაბამის შეფასების რუბრიკას,  დახვეწონ/შეისწავლონ საოფისე პროგრამების სწორად გამოყენება სსსმ მოსწავლესთან საგაკვეთილო პროცესში, იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე,  საჭიროებისამებრ ქმნიან გაკვეთილის შესაბამის სასწავლო რესურსს. დასკვნა: მიუხედავად განხორციელებული ინტერვენციების, რომელთაც დადებითი შედეგი ქონდათ, მიმაჩნია, რომსაჭიროა დამატებითი პრაქტიკული სამუშაოები, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ, მასწავლებლებს სჭირდებათ ინკლუზიური განათლების მეთოდიკის თანამედროვე მიდგომების უფრო სიღრმისეული გაცობა, რომელსაც სწორად გამოიყენებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის  დაგეგმვის პროცესში და ისტ-ის უნარების განვითარება, რათა შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და დააინტერესონ სსსმ მოსწავლეები სასწავლო პროცესით. სკოლას ესაჭიროება ინფრასტრუქტურის განახლება, არ არის პანდუსი, თუმცა სკოლას უკვე აქვს რესურს ოთახი. მოძველებულია კომპიუტერები და ინვენტარი საჭიროებს განახლებას.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. I თავში მოცემულია ინფორმაცი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში განხილულია ლიტერატურა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლების პროფესიული სტანდარტის მიხედვით საჭირო უნარ-ჩვევები. III თავში განხილული ასაკვლევიკითხვები. IV თავში კვლევის მეთოდები აგანხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი. VI თავი ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური განათლება, სსსმ მოსწავლე,  ინდივიდუალური სასწავლო  გეგმა, აკადემიური უნარების შეფასება, გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი მიზნები, მონიტორინგი, ადაპტირებული გეგმა, შეფასების რუბრიკა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.


























თავი I
1.1    ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაშისწავლობს 427მოსწავლედამუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 13 პრაქტიკოსია, 22მასწავლებელიუფროსისსტატუსისმატარებელია და 3 წამყვანი. სკოლააღჭურვილიაკომპიუტერულილაბორატორიითდაინტერნეტით, კომპიუტერების გარკვეული ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული.ასევე სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა ძირითადი რესურსი, სასურველი იქნებოდა კათედრებს ჰქონდეთ ახალი თანამედროვე რესურსები სასწავლო პროცესი სახალისო და საინტერესო რომ იყოს.კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო სკოლაში მომუშავე მასწავლებლები, მშობლები ,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები, რომლებიც არიან ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე. კვლევა განვახორციელე  2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 7 თვე.

1.2       საკვლევი საკითხის მიმოხილვა

მასწავლებლებისთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ და რუტინად ქონდათ ქცეული. დღეს ის ყველაფერი მოძველებულია და ახალი ცოდნა სჭირდებათ, რომელიც თვითონ უნდა შეიძინონ, მიუხედავათ მათი ასაკობრივი ჯგუფისა. მათ ახალი უნარების ათვისება ესაჭიროებათ, როგორიცაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, საგნის სწავლების მეთოდიკის თანამედროვე მიდგომების ცოდნა, გაკვეთილის გეგმის შედგენა ისე რომ მას შესაბამისი შეფასების რუბრიკა დავურთოთ, შევქმნათ გაკვეთილის გეგმის შესაბამისი სასწავლო რესურსი, დავგეგმოთ ისეთი აქტივობები რომლებიც მოსწავლეებს ჩართავს კლასგარეშე აქტივობებში და რა თქმა უნდა ისგ-ს შედგენა.


1.3       პრობლემის აქტუალობის დასაბუთება

ინკლუზიური განათლების ცნება საკმაოდ კომპლექსურ საკითხებ სმოიცავს და ეფუძნება ისეთ პრინციპებს, რომლისპრაქტიკაში დანერგვაც, ხშირ შემთხვევაში, მთელ რიგ სირთულეებთან არი სდაკავშირებული: როგორ უნდა იყოს ორგანიზებული საკლასო ოთახები, რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში, რა პრინციპებით უნდ ახელმძღვანელობდე სპედაგოგი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხიც ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტების ამოცანაა.
მასწავლებლები ა ვერ ახერხებენ მათთვის ამ საფრთხეების გაცნობიერებულ დონემდე მიწოდებას, რადგან გარკვეულ ნაწილს თვითონაც არ აქვს გაცნობიერებული დღევანდელ დღეს რომ სხვა საჭიროებები დგას მასწავლებლის და  მით უფრო სსსმ მოსწავლის წინაშე. მასწავლებელთა ნაწილი არ აღიარებს ამ საჭიროებებს და არ თვლის რომ მათ ცოდნის განახლება სჭირდებათ. ისინი მიიჩნევენ რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ , რომ არ სჭირდებათ ახალი ცოდნისა და უნარების  შეძენა, ამიტომ ზედმეტად მიაჩნიათ ინლუზიური განათლების  პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის "ინკლუზიური განათლების დანარგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში” წარმომადგენლაბთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით  ჩატარდა რეგიონული კონფერენციები ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს 4 რეგიონში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა.კონფერენციები გაიმართა თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში (გავლილი მაქვს შესაბამისი ტრენინგი და მონაწილეობა მივიღე გორში გამართულ შეხვედრაზე -დანართი1).
1994 წელს სალამანკას დეკლარაცაიმ და 2006 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციამ განაპირობა საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესის დაწყება.ინკლუზიურიგანათლება ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.ნაბიჯნაბიჯი ცვლება არა მარტო მიდგომები, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.ყველ აბავშვს აქვს განათლები სმიღების უფლება.ეს გაწერილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე ბავშვთა უფლებების დეკლარაციაში.
ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს მხოლოდფიზიკურ, გონებრივ და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვების დ ამოზარდების ინტეგრაციას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში.ინკლუზიაესარისთანმიმდევრულიპროცესი, რომელიც საჭიროებ სდროს, პოლიტიკურ ნებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
2006 წლიდან ინკლუზიური განათლების დანერგვა მხოლოდ სკოლებში მიმდინარეობდა, 2013 წლიდან კიინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების საფეხურზეც დაიწყო.რეგულირება ხდება განათლების შესახებ კანონებითა და ნორმატიულიაქტებით.თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ არსებული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების უფლებას სხვადასხვა საფეხურზე.
რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებული ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან წარმატებით აისახა პრაქტიკაში.ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცსაქართველოა, სადაც შშმ პირებს მალავდნენ და საზოგადოებაში გამოსვლის უფლებ აარქონდათ, არსებული მდგომარეობა სახარბიელოა, თუმცა არა დამაკმაყოფილებელია.ხანდახა ნინკლუზიური განათლების მიდგომები და პრაქტიკაში განხორციელებული ქმედებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.არ არსებობს მონიტორინგის სიტემა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის ძირეული შეფასება.საქართველოში ინკლუზიურ განათლებაზე არ გვაქვს კვლევები.ერთადერთი კვლევა ეკუთვნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს "ინკლუზიური განთლების მაჩვენებელი საქართველოში", რომელიც ჩატარდა 2013 წელ სზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლებლებში.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, ძირითადად ინკლუზიურ განთლებას დადებით მიმართულებად აღიქვავენ, მაგრამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლების მცირე წილი ფიქრობს, რომ სასწავლო გარემო მთლიანობაში უზრუნველყოფს მათი შვილებისათვის სათანდაო პირობები სშექმნას.განსხვავებით ჯანმრთელი მოსწავლეების მშობლებისა, რომელთა საკმაოდ მაღალი პროცენტი ფიქრობს ასე.
 
თავი III
3.1       საკვლევი კითხვების ფორმულირება

·         თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება ინკლუზიური განათლების კუთხით?
·         ცდილობთ გაეცნოთ დამატებით ისგ-ს შედგენის მეთოდიკას?
·         იყენებთ თუ არა სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს  სსსმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დროს?
·         იყენებთ თუ არა სსსმ მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს ყველა გაკვეთილზე?



3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები    
                ინკლუზიური განათლების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესების
              
კვლევის მიზანია: დეტალურად შეისწავლო არსებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმების წარმოება და შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები, გამონახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც პედაგოგებს დაეხმარება ისეთი საგაკვეთილო გეგმის შემუშავებაში, რომლის ფორმა და წარმოება მოსახერხებელიიქნება მასწავლებლებისთვის და აგრეთვე რეალურად გააუმჯობესებს სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვას სსსმ მოსწავლეებისათვის.                     
            კვლევის მიზანია, აგრეთვე აღმოვაჩინო სკოლის საჭიროებები მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების აზრთა გათვალისწინებით. რათა სკოლაში გაძლიერდეს ინკლუზიური განათლების სწავლა სწავლების პროცესი და მოსწავლეებმა მიიღონ უნარების შესაბამისი  აკადემიური შედეგები, სწორი ნაბიჯები გადავდგათ რომ დავეხმაროთსსსმ მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დასაქმების პროცესში, მას შემდეგ რაც დაამთავრებენ  სკოლას და გააგრძელებენ ფართო სოციუმთან ურთიერთობას.

            პროექტის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

  1. ღირებულება აქვს ინდივიდუალურ სასწავლო  გეგმას სსსმ მოსწავლისათვის?
·         ამიზანი აქვს ადმინისტრაციას ისგ-ს მონიტორინგთან დაკავშირებით?
      რამდენად უზრუნველყოფს, მათი აზრით, სწორად დაგეგმილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმების გამოყენება სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლებსსსმ მოსწავლისათვის?
      როგორ უზრუნველყო სკოლამ ისგ-ის წერისთვის პედაგოგების აღჭურვა საჭირო უნარ–ჩვევებით?
      რის მიღწევა სახერხებ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ამეტაპზე?

  1. რა ღირებულება აქვს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას მასწავლებლებისთვის?
      ეხმრება თუ არა ისგ მასწავლებელს გაკვეთლის კარგად დაგეგმვასა და წარმართვაში სსმ მოსწავლესთან მიმართებაში?

  1. რა სირთულეებსა და პრობლემებს წარმოქმნის ისგ-ს წერა?
      რამდენად განიხილავენ გეგმასთან დაკავშირებულ საკითხებს კოლეგებთან, ადმინისტრაციასთან?
      რამდენად მოსახერხებელია პედაგოგებისთვის გეგმების წერის არსებული ფორმა და სტუქტურა?

  1. როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვის პროცესი?
·         საჭიროა თუ არა, რომ შეიცვალოს ისგ-ს გეგმების ფორმატი და რა ფორმით?
·         დაეხმარებათ თუ არა პედაგოგებს აქტიური ურთიერთთანაშრომლობა?

თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

      ჩაღრმავებული ინტერვიუ – ჩაღმავებული ინეტრვიგანხორციელდა სკოლის დირექტორთან და სპეც. მასწავლებელთან, რამაც საშუალება მოუფრდეტალური ინფორმაცია მიმეღო ხელმძღვანელობისაგან და გამეცა პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა არის ისგ-ის წერის პრაქტიკის დანერგვის მთვარი მიზანი?უზრუნველყოფს თუ არა სწავლების ეფექტურობას სსსმ მოსწავლისათვის? რა უპირატესობა აქვს სამუშაოს სკოლაში შესრულებას სპეც.მასწავლებლის რეკომენდაციით როგორია კონტროლის მექანიზმი?
            შერჩევა - მიზნობრივი.მიზნობრივი შერჩევისას გარკვეული მიზნით განვახორციელე შერჩევა.ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეც.მასწავლებელი და დირექტორი კომპეტენტურია იმ საკითხებში, რომელიც ეხება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების წერას, ვინაიდან ამ სიახლის განხორციელება სწორედ სკოლის ადმინისტრაციისა და სპეც.მასწავლებლის ინიციატივა იყო.

      ფოკუს ჯგუფი – ფოკუს ჯგუფისათვის ევადგინე კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის პედაგოგების გამოკითხვისათვის. ფოკუს ჯგუფი შედგებოდა იმ პედაგოგებისაგან, რომლების ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო,დამედგინა პედაგოგების ზოგადი აზრი და ინტერესები ისგ-ის შედგენასთან დაკავშირებით.

      გამოკითხვააღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხიმიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე: რა ღირებულება აქვს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას მასწავლებლებისთვის; რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ სამუშაოს შესრულება; არსებობს თუ არა ისგ-ის წარმოებისა და მისი სტრუქტურის ალტერნატიული, პედაგოგებისათვის უფრო კომფორტული ფორმა; რა ცვლილებების განხორცილებაა საჭირო იმისათვის, რომ მასწავლებლებისთვის გაუმჯობესდეს გაკვეთილების დაგეგმვისა განხორციელების პრაქტიკა, რომელიც მორგებული იქნება სსსმ მოსწავლეზე, რაც დაეხმარება მათ პროფესიული საქმიანობის წარმართვაში;არ იქნება ზედმეტი ტვირთი, ფორმალურად შესასრულებელი დავალება, რომელიც მხოლოდ სირთულეებს წარმოქმნის.
            შერჩევა - სრული. ვინაიდან სკოლის გენერალური ერთობლიობა არ არის დიდი და სკოლაში არსებული პრობლემა ეხება ყველა პედაგოგს, თითოეული მათგანის აზრი გასათვალისწინებელია. სკოლის 38 პედაგოგიდან კითხვარი შეავსო 29 პედაგოგმა, რადგან ოთხმა პედაგოგმა უარი განაცხად ევსებაზე,დანარჩენები კი არ მოსულან შეხვედრაზე(შეხვედრაზე განვიხილე მშობლებისა და მოსწავლეების მიერ შევსილი კითხვარები(იხ. დანართი 3- კითხვარი,გრაფიკი.დანართი 4-კითხვარი, გრაფიკი).

·         მეორადი მონაცემების ანალიზი– მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს აქამდე არსებული ისგ-ის გეგმების სტრუქტური სშესწავლას: რა ცვლილებები განიცადა დროთა განმავლობაში, რა ძირითადი პუნქტებისგან შედგება ამჟამინდელი ისგ, დაახლოებით ადროს ითხოვს მისი დაწერა.
            შერჩევა - მიზნობრივი.
მიზნობრივი შერჩევისას გარკვეული მიზნით განვახორციელე შერჩევა. ამ შემთხვევაში შესწავლილი იქნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და მასწავლებელთა მიერ შევსილი კითხვარი(იხ.დანართი5), რომლებიც, სკოლის დირექციისა და სპეც.მასწავლებლის შეფასებით, ყველა კრიტერიუმს  აკმაყოფილებდნენ და ასევე ისეთი საგაკვეთილო გეგმები, რომელიც არ შეესაბამებოდა ინკლუზიური განათლების მოთხოვნებს.


4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა

ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან,  რომლის ორგანიზებასაც თვითონ ვხელმძღვანელობდი. შეხვედრა მიზნად ისახავდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სტრუქტურის განხილვას, კერძოდ:  პედაგოგებს უნდა დაეფიქსირებინათ - რას მოიაზრებდნენ თითოეულ კომპონენტში და შეჯერებულიყვნენ ერთ  მნიშნელობაზე.  ვინაიდან  საგაკვეთილო გეგმის სტრუქტურა  ყველა საგნისთვის განსხავებული სსსმ მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ პედაგოგებს გეგმის გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი მიზნების შემადგენელი ნაწილებიერთნაირადესმოდეთ.
            შეხვედრას 29 პედაგოგი დაესწრო. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმართა დისკუსია: პედაგოგების ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ძირითად კითხვებში იგულიხმებოდა ძირითადი საკითხები, კერძოდ სსსმ მოსწავლეზე გათვლილი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ ძირითად კითხვებში უნდა დაფიქსირებულიყო შებამისი აქტივობების კონკრეტულად გაწერილი მიზანი. ჩვენ შევთავაზეთ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ცალკე გამოგვეყოსსსმ მოსწავლისათვის გაკვეთილის მიზანი, რაზეც პედაგოგთა უმეტესობა დათანხმდა.
            საბოლოოდ, მსჯელობის შედეგად, საგაკვეთილო გეგმის შემდეგი სახის  სტრუქტურა ჩამოყალიბდა(დანართი2-ერთერთი სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუში მათემატიკაში).

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
მოსწავლე
საგანი: მათემატიკა
მასწავლებლის სახელი, გვარი
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები.
გრძელვადიანი მიზანი:
1.1 მოსწავლესშეუძლიაერთმანეთსშეუსაბამოსრიცხვები, რიცხვითისახელებიდარაოდენობები.

მოკლევადიანი მიზანი (ერთი მოკლევადიანი მიზანი განისაზღვრება 4-6 კვირის ვადით, სასწავლო წლის მანძილზე სსსმ მოსწავლისთვის შედგენილი უნდა იყოს 6-7 მოკლევადიანი მიზანი)
1
2
3
4
5
6
მოცემულირიცხვისშესაბამება, შესაბამისირაოდენობისსაგანთან.
საგნების დათვლა.
მასწავლებლის დახმარებით გარკვეული გროვათა რაოდენობებიდან მონიშნული რიცხვების ამოცნობა.
ცნების რუკაზემითითებული რიცხვის დაკავშირება გარკვეული საგნის გროვასთან.

ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე 
რესურსი
1
ციფრის ჩვენება.

მაგნიტური დაფა.
2

ფიგურების ჩვენება.

მაგნიტური დაფა.
3

ფიგურათა გროვებიდან პირამიდის ასაწყობად საჭირო ნაწილების ამორჩევა.

სახვადასხვა ფიგურათა გროვა.
4

ამორჩეული ნაწილების დახმარებით პირამიდის აწყობა.
პირამიდა.
5

მასწავლებლის დახმარებით ციფრის მიმაგრება, შესაბამისი ფიგურის რაოდებობასთან.
მაგნიტური დაფა.
6

დათვლის იმიტაციისთვის თითების გამოყენება.


7
კუბიკების აწყობა თვლის იმიტაციისათვის.

კუბიკები.
8

დათვლა.
ფერადი ჩხირები.











ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი

გრძელვადიანი მიზანი:

მოკლევადიანი მიზნები:

მოკლევადიანი მიზნები
თვე
1

თვე
2
თვე
3
თვე
4
თვე
5

1









2









3







4







5







მიღწეული მოკლევადიანი მიზნების აღწერა ხდება განმავითარებელი კომენტარით

მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას თან ახლდეს სასწავლო წლის მანძილზე შესრულებული მოსწავლის ნამუშევრები, დავალებები.

სკოლის სპეცმასწავლებელთან კომსულტაციის გავლის შემდეგ  რეკომენდაციით შევარჩიე  მოტივირებული და აქტიური პედაგოგებისაგან შემდგარი დაწყებითის კათედრა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში,კვირაში ორჯერ, იხელმძღვანელებდა აღნიშნული ინდივიდუალური გეგმით. 
პროცესი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
·         ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან საკითხის შერჩევა და განხორციელების გზების დაგეგმვა
·         განხორციელება
·         შედეგების ანალიზი, შეფასება, გამოცდილების გაზიარება
            შერჩეულს პედაგოგებს აღნიშნული მეთოდით უნდა ემუშავათ ორი კვირის განმავლობაში.

5.3 ინტერვენციის შეფასების მეთოდები

ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენე:
1.      კითხვარის შევსება დაწყებითი კათედრის პედაგოგებთან, რომლებმაც ახალი სტრუქტურის ისგ-იტ იხელმძღვანელეს 2 კვირის განმავლობაში. ინტერვიუს მიზანი იყო დაგვედგინა: როგორ აფასებდნენ პედაგოგები ახალი სტრუქტურით დაწერილ ინდივიდუალურ გეგმაზე დაწერილ ადაპტირებულ  გეგმებს; მოახდინა თუ არა რაიმე სახის გავლენა აღნიშნულმა გეგმამ სსსმ მოსწავლისგაკვეთილში ჩართულობის  ხარისხზე;  შეუმსუბუქათ თუ არა საქმე  გეგმის ახალი სტილის დაწერამ?(იხ. დანართი5).
ინტერვიუ დირექტორთან. ინტერვიუ მიზნად ისახავდა გაგვეგო დირექტორის მოსაზრება  ინტერვენციებთან დაკავშრებით. კერძოდ: როგორ შეაფასებდა განხორციელებულ ცვლილებებს?
ინტერვიუ სპეცმასწავლებელთან.
 დანერგავდა თუ არა  აღნიშნულ სიახლეს მომავალი სასწავლო წლიდან?
ფოკუს-ჯგუფი საბუნებისმეტყველო კათედრასთან. ფოკუს-ჯგუფის მიზანი იყო მიგვეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ: როგორ აფასებდნენ პედაგოგები მათ მიერ ჩატარებულ ყოველკვირეულ შეხვედრებს? მოახდინა თუ არა რაიმე სახის გავლენა აღნიშნულმა შეხვედრებმა პედაგოგების გაკვეთილებზე?
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
          ინტერვენციების დაგეგმვის დროს წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ასეთი შედეგები მივიღეთ. სკოლაში მუშაობს 38 მასწავლებელი, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 29 მასწავლებელმა, ნაწილმა თავი შეიკავა, რადგან  კვლევაში მონაწილეობის გარეშეც შეძლებენ აღნიშნულ აქტივობებს თავი გაართვან. შეკითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა:
·         თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება ინკლუზიური განათლების კუთხით?
·         ცდილობთ გაეცნოთ დამატებით ისგ-ს შედგენის მეთოდიკას?
·         იყენებთ თუ არა  სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს  სსსმ მოსწავლეების ჩართულობაზე?

ინტერვენციების დასრულების შემდეგ მასწავლებლებს ბოლოჯერ შევხვდი. შეხვედრის მიზანი ჩემ მიერ ინტერვენციების შეფასება იყო.  თავდაპირველად პედაგოგებს ვთხოვეთ გამოეთქვათ მოსაზრება გაკვეთილის გეგმის სტრუქტურული ცვლილების შესახებ. მასწავლებლების აზრით:
·         მიზნის კომპონენტი სსსმ მოსწავლისათვის ცალკეულ აქტივობებზე, რომელიც აქამდე არსებული საგაკვეთილო გეგმის სტრუქტურაში არ შედიოდა, უნდა დაემატოს გეგმას;
·         მიზნის კომპონენტმა უნდა ჩაანაცვლოს ძირითადი კითხვების კომპონენტი;
·         ადაპტირებული გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა უმჯობესია შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან (ამავე თანმიმდევრობით): გაკვეთილის თემა, მიზანი, აქტივობა, შეფასება, თვითშეფასება;
·         მონიტორინგის კომპონენტი უნდა იყოს სავალდებულო.
კვლევის წევრმა პედაგოგებმა ასევე აღნიშნეს, რომ უმჯობესია ინდივიდუალური გეგმის სახლში წაღება ნებაყოფლობითი იყოს.  გარდა ამისა მასწავლებლებმა დასძინეს, რომ ისგ სასურველია იწერებოდეს  რვეულში, რათა მისი ტარება გაიოლდეს.
             პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ  მასწავლებლების შეხვედრები და მსჯელობა კონკრეტული საკითხების შესახებ, ბუნებრივია, მოსაწონია, მაგრამ კითხვაზე - განაგრძობდნენ თუ არა მომავალი სასწავლო წლიდან მსგავს შეხვედრებს - კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.  მათ განგვიმარტეს, რომ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დამატებით შეხვედრაზე დარჩენა თავისთავად დამღლელია. ამისთვის დიდი ენთუზიაზმია საჭირო. თუმცა პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა მეორე - არანაკლებ პრობლემატური საკითხიც: მათი თქმით, მასწავლებლებს უჭირთ ერთმანეთისთვის რჩევის მიცემა, რადგან თანამშრომლები მას ნეგატიურ კრიტიკად აღიქვამენ.

ინტერვენციის შეფასება

            ინტერვენციის დასრულების შემდეგ დირექტორთან და სპეც.მასწავლებელთან ინტერვიუ ჩავატარე, რათა დამედგინა მათი მოსაზრება კვლევის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ინტერვიუს დროსმათაღნიშნეს, რომ კვლევის კომისიის დროს შეთავაზებულ ისგ მანამდე არსებულ საგაკვეთილო გეგმას  ამჯობინებდა. 
დირექტორის აზრით, გაკვეთილის ადაპტირებულ გაკვეთილში ყოველი აქტივობის მიზნის კომპონენტის არსებობა საჭირო არ არის.  მისი აზრით, პედაგოგები გეგმის მომზადებისას მიზანს ძველი თემატური კალენდარული გეგმიდან გადმოიღებდნენ. თან დააზუსტა, რომ გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს გაწერილი გრძელ და მოკლე ვადიანმიზნებში(რომელსაც წლის დასაწყისში თავად პედაგოგები წერენ) აღწერილი შედეგის მიღწევა. 
            ისგ-ს სტრუქტურაში თვითშეფასების მონიტორინგი, სპეცმასწავლებლის აზრით, აუცილებელია. იგი ამ აუცილებლობას შემდეგი მიზეზებით ხსნის:  1. თვითშეფასების კომპონენტი მონიტორინგის საშუალებაა, რათა შეამოწმოს, რამდენად სწორად მიდის პროცესი; 2. თვითშეფასების კომპონენტის საშუალებით პედაგოგები საკუთარ გაკვეთილებზე ღიად საუბარს მიეჩვევიან.
 დირექტორმა პედაგოგთა შეხვედრებისა და ერთობლივი მსჯელობის იდეა მოიწონა. მისი სურვილია  მსგავსი ტიპის შეხვედრებმა  პერმანენტული ხასიათი მიიღოს.


თავი V
ინტერვენციის შედეგები გრაფიკების სახით
·         5.1თვლით თუ არა რომ გესაჭიროებათ პროფესიული განვითარება ინკლუზიური განათლების კუთხით?








·         5.2ცდილობთ გაეცნოთ დამატებით ისგ-ს შედგენის მეთოდიკას?


·         5.3იყენებთ თუ არა სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს  სსსმ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დროს?

5.4
·         იყენებთ თუ არა სსსმ მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს ყველა
·         გაკვეთილზე?

თავი VI
ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროების კვლევის არსი და სკოლაში მისდანერგვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133. 1) მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139.
2) ამიტომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ ერთი აქტივობაა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზოგად საგანმანათლებლოს სკოლის საჭიროებების კვლევა.
            ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგებიგაზიარბა დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ  კვლევა, პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ მოსწავლეთა საწავლა-სწავლებისპროცესს.



თავი VII
7.1 პროექტის ვადები

აქტივობა
ნოემბერი

დეკემბერი
იან
არი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემი სიდენტიფიცირება
X

კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X

ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
X
X
X
მეორადი მონაცემების შეგროვება

X
მეორადი მონაცემების ანალიზი

X
ინტერვიუს კითხვების შედგენა
X

ინტერვიუ

X
X
X
X
X
მიღებული შედეგების ანალიზი

X
X
სავარაუ ინტერვენციების განხილვა
(სამუშაო შეხვედრები)

X           
X
ინტერვენციების განხორციელება

X
X
X
X
ინტერვენციების 
შედეგების ანალიზი

X
X
X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა

X

7.2 მიგნებები, რეკომენდაციები

ინტერვენციების განხორციელების შედეგად  შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
1.      პედაგოგებიუპირატესობას ანიჭებენ ისეთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, სადაც ნაკლები კომპონენტები და, შესაბამისად, ნაკლები სამუშაოა.
2.      კვლევის შედეგად 70 % ამბობს, რომ კარგად შედგენილი ისგ კარგი  წინაპირობაა სსსმ მოსწავლის ჩართვისათვის საგაკვეთილო პროცესში. 15 % მიიჩნევს, რომ მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ადგენდეს გაწერილი გეგმის შესაბამის აქტივობებს სსსმ მოსწავლისათვის.. ამასთან,  არსებული  გეგმა პედაგოგთა მხოლოდ 15 %-ს ეხმარება გაკვეთილის კარგად წარმართვაში, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ პრაქტიკაში არსებულ ისგ-ს სასურველი შედეგი ვერ მოაქვს. მასწავლებელთა ნაწილი გეგმას კონტროლის მექანიზმად მიიჩნევს,  თუმცა  გაუჭირდათ იმის ახსნა, თუ რისი კონტროლი ხორციელდება აღნიშნული გეგმების საშუალებით.  ამასთან,პედაგოგს, რომელსაც  თეორიული ცოდნა აქვს, შეუძლია სამაგალითოდ შესრულებულიისგ წარადგინოს, მაგრამ ეს არ აისახოს გაკვეთილის პროცესზე.
3.      აღმოჩნდა, რომ სკოლაში პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარება პრობლემატური საკითხია, რადგან არ არსებობს მზაობა კრიტიკის მიმღებლობისთვის. პედაგოგების უმეტესი ნაწილი კრიტიკას მტკივნეულად იღებს და რჩევას „ჭკუის სწავლებად“ აღიქვამს.  შეხვედრებზე საუბრისას დადასტურდა, რომ სკოლაში პედაგოგების უმრავლესობას ინდივიდუალური მუშაობა ურჩევნია. გამოცდილების გაზიარებას კი არა კოლეგიალური, არამედ „მითითების“ ელფერი აქვს. აღნიშნული  პრობლემა ორგანიზაციულ კულტურას უკავშირდება.
4.      პედაგოგები ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის კომპონენტებს განსხვავებულად აღიქვამენ, რადგან მათ  არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგები.

რეკომენდაციები

1.         ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დანერგვისას ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენდა საგაკვეთლო პროცესში სსსმ მოსწავლის ჩართვის ხარისხის ამაღლება. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გეგმაში კარგად აღწერილი გაკვეთილი არ იყო კარგად ჩატარებული გაკვეთილის გარანტი.თუ გვინდა გაკვეთილის ხარისხისამაღლება, მაშინ ამ პროცესის დაწყება მოწესრიგებული, წერილობითი დოკუმენტაციის წარმოებით არ რის საკმარისი. აღნიშნული დოკუმენტაციის დეტალიზებული წარმოება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რაც დაახლოებით მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის 50%- შეადგენს. შესაძლებელია, იყოს  სქემატური მონახაზი/ჩარჩო, რომელიც ერთგვარი ორიენტირი იქნება მასწავლებლისათვის გაკვეთილზე.
2.         პედაგოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა წარმოადგენს ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგის განხორციელების ერთერთ საშუალებას. თუ ადმინისტრაციას სურს კონტროლის წარმოება, მაშინ ადაპტირებული გეგმები არიქნება ყველაზე ეფექტური გზა. ადმინისტრაციას მონიტორინგის მიზნით, კვირაში დაახლოებით ასობით საგაკვეთილო გეგმის წაკითხვა მოუწევს. გეგმების რაოდენობა რომ არ იყოს სირთულე, მაინც რთული იქნება განსაზღვრა, რომელი პედაგოგი როგორ მუშაობს, ვინაიდან გაკვეთილის თეორიულად აღწერა ფურცელზე არ გულისხმობს მის ზედმიწევნით განხორციელებას. უმჯობესია  ადმინისტრაციამ მონიტორინგის საწარმოებლად განსხვავებულ მექანიზმს მიმართოს.
3.         სკოლაში ურთიერთთანამშრომლობერთერთი პრობლემატური  საკითხია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მასწავლებლები სხვადასხვაგვარად მოიაზრებენ ისგ-ს კომპონენტებს და სამუშაო შეხვედრაზეც საერთო აზრზე შეჯერება რთული ღმოჩნდა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ დირექცია ხელს შეუწყო მასწავლებელთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად დაწყებითის კათედრაზე განხორციელებული ნტერვენცია. მიუხედავდ იმისა, რომ პედაგოგებმა პირად საუბარში აღნიშნეს, რომ მასწავლებლებს შორის არაა კრიტიკის მიმღებლობა და მომავალში ამ ინტერვენციის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ადმინისტრაცია ყურადღებას ამ კუთხით გაამახვილებს. იმ დროის განმავლობაში, რომელშიც აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარეობდა,მასწავლებლებშორის მოხდა აზრების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. აქტიური თანამშრომლობა ხელს შუწყობს ორგანიზაციული კულტურაში ცვლილებების დანერგვას.
ზემოთ აღწერილი პრობლემების ერთობლივი გადაჭრა შესაძლებელია სკოლაში ისგ-ს შესწავლის პრაქტიკისის დანერგვით.  გეგმის შესწავლის მეთოდი მოიაზრებს პედაგოგებს შორის თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებას,  პრობლების გადაჭრის გზების ერთობლივ ძიებას და სიახლეების დანერგვას. ამ პროცესს უნდა ახლდეს ადმინისტრაციისა და სპეცმასწავლებლის მხრიდან მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ვინაიდან სკოლაში დაიწყო კათედრების ყოველკვირეული შეხვედრები,  ეს ნიშნავს, რომ  პროცესი საწყის ფაზაშია და არსებობს იმის საფუძველი, რომ აღნიშნული პრაქტიკა დაინერგოს.
 მიმდინარე პროცესი სასარგებლო იქნება, როგორც თანამშრომლობისთვის, ასევე ადმინისტრაციისთვის მონიტორინგის თვალსაზრისით: ადმინისტრაციას და სპეცმასწავლებელს საშუალება ექნება დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების სასწავლო პროცესი, თუ თავადაც ისევე მიიღებს „ისგ-ს შესწავლის“  პროცესში მონაწილეობას, როგორც თითოეული თანამშრომელი.
4.         მეორადი მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ პედაგოგები განსხვავებულად აღიქვამენ ისგ-ს და მონიტორინგის კომპონენტებს. მსგავსი ტიპის პრობლემის თავიდან ასაცი  პედაგოგთა ის ჯგუფი, რომელსაც მოუწევს განსახორციელებლი ცვლილებების შესრულება.




7.3 კვლევის ნაკლოვანებები

კვლევი სნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეებისა და მშობლების უმეტესმა ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, იყო პასიური აქტივობების განხორციელებისას. სასურველი იქნებოდა მოსწავლეთა სრული ჩართულობის მიღწევა, რათა კიდევ უფრო რეალური შედეგი მიმეღო. მიუხედავად ამ ნაკლოვანებისა,ვთვლი რომ შედეგები რეალურია. შესაძლებელია უმნიშვნელო სხვაობა ყოფილიყო ყველა მოსწავლის ჩართვის შემთხვევაში.  მოსწავლეეების გამოკითხვა ღია და დახურულიკითხვების შესავსებად მოვახდინე წერილობით.




დასკვნა

კვლევაში გამოყენებული ინტერვენციბის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროებების გამოკვეთა, ინტერვენციების დაგეგმვა, განხორცილება და შედეგების ანალიზი.
ვთვლი რომ კვლევის მიზანი მიღწეულია,რადგან ინტერვენციები პრატიკულად განხორციელდა და შედები დადებითია.
            სკოლაში განვახორციელე ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროების კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის გაუმჯობესება.  კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განხორციელდა ორი ტიპის ინტერვენცია: სტრუქტურული დაშინაარსობრივი. სტრუქტურული ცვლილების მიზანი იყო ისგ-ის შემადგენელი კომპონენტების ერთგვაროვანი აღქმა პედაგოგების მიერ და მასში, პედაგოგთა საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა. შინაარსობრივი ცვლილება მიზნად ისახავდა შეხვედრებზე ისგიის შინაარსთან , დაგეგმვასთან და მონიტირნგთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციას და სპეცმასწავლებელს გავაცანი. სკოლის დირექტორმა  გაიზიარა კვლევის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები. სტრუქტურაში ცვლილებისგან განსხვავებით მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ცვლილება მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. მისი სურვილია, აღნიშნული ცვლილება დაინერგოს, რათა გაიზარდოს პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობისა და სწავლა-სწავლების ხარისხი ინკლუზიურ განათლებაში.


















ბიბლიოგრაფია
1.   ვებ-პორტალი:http://education.ge/
2. ვებ-პორტალი http://intermedia.ge/

3.      ინასარიძემ, ლობჟანიძეს, რატიანიმ, სამსონიაი. „მასწავლებლისსაქმიანობისდაწყების, პროფესიულიგანვითარებისდაკარიერულიწინსვლისსქემისგზამკვლევინაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
4.      ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
5.     რუხაძე, მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი, მარიკა ზაქარეიშვილი, ქეთევან ფილაური, ჟანა კვაჭაძე,, გზა მკვლევი მასწავლებლისათვის  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“ http://vet.ge/wp-content/upload

6.  ზურაბიშვილი. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაშისოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 .   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173

7.  „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/3560269
8.,,ინკლუზიური განათლების წარმატებული შემთხვევები“ საქართველოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2014.